ისრაელში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა წარმატებით გამოსცადეს
ისრაელის ბიოლოგიური კვლევების ინსტიტუტმა მღრღნელებზე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა წარმატებით გამოსცადა.
ამის შესახებ ისრაელის “მე-12 არხი” იტყობინება.
აღინიშნება, რომ კვლევის დროს ინსტიტუტის მღრღნელების 50%-ის იქნა ვაქცინა შეყვანილი, შემდეგ კი ყველა მათგანი ახალი ტიპის კორონავირუსით იყო დაინფიცირებული.
შედეგებმა აჩვენა, რომ აცრილი ცხოველები გადარჩნენ, ხოლო აუცრელები დაინფიცირდნენ.
ამის შემდეგ ინსტიტუტი ცდებს სხვა ცხოველებზე გააგრძელებს, შემდეგ ეტაპზე კი ადამიანებზე გადავა.
იმ შემთხვევაში, თუ კვლევა გეგმიურად ჩატარდა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მაქსიმუმ ერთ წელიწადში იქნება მზად.
ისრაელის ბიოლოგიის ინსტიტუტმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდა აპრილში მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყნის პრემიერმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირადად სთხოვა, ჩართულიყვნენ ვირუსთან ბრძოლაში.