კასპში, სადგურ მეტეხის დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღი შენდება
კასპის მუნიციპალიტეტში, სადგურ მეტეხის დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო. საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული სამუშაოები მერის მოვალეობის შემსრულებელმა, თამაზ ტატანაშვილმა მოინახულა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” კასპის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მშენებლობას შპს „ბამა“ ახორციელებს. პროექტის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მასზე 965 000 ლარი დაიხარჯება.
„ამჟამად, ძველი ავარიული შენობის დემონტაჟი მიმდინარეობს, მისი დასრულების შემდეგ ახალი შენობა აშენდება. 50 აღსაზრდელზე გათვალილი შენობა სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.
პროექტი კეთილმოწყობილი შენობის გარდა სპორტულ და საბავშო მოედნის კეთილმოწყობას, ასევე, ტერიტორიის გამწვანებასაც ითვალისწინებს. დასახლებაში, რომელშიც 200-მდე ოჯახი ცხოვრობს უკვე 25 წელია საბავშო ბაღის შენობა არ ფუნქციონირებს. აღსაზრდელები კასპის #1 საბავშო ბაღში სპეციალურად გამოყოფილი ტრანსპორტით გადაადგილდებიან და მას მუნიციპალიტეტის მერია აფინანსებს”, – ნათქვამია კასპის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.