ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში იკრიბებიან

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში იკრიბებიან.

როგორც „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, დღის წესრიგში მთავარი საკითხებია  საკონსტიტუციო ცვლილებები და ტელეკომპანია “მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლება.

“ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი გეგმისა და სტრატეგიის მიხედვით, რომელიც ჯერ კიდევ ნოემბერში შევიმუშავეთ და, რაღა თქმა უნდა, განახლებები ამ კომპონენტებს ჰქონდა. გასულ ორშაბათს მახსოვს, ყველა სკეპტიკურად იყავით განწყობილი პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე. ვხედავთ, რომ შედეგი არის და ეს არის ძალიან დიდი წარმატება იმიტომ, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორება უნდა დავასრულოთ. დღის წესრიგში ახლა მთავარი საკითხი არის გიორგი რურუას გათავისუფლება, საკონსტიტუციო ცვლილებები”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები