კახეთში სასწრაფოს ექიმებსა და ცხელების ცენტრების მედპერსონალს 2 კვირაში ერთხელ გამოიკვლევენ
კახეთის რეგიონში სასწრაფოს ექიმებსა და ცხელების ცენტრების მედპერსონალს 2 კვირაში ერთხელ გამოიკვლევენ. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა, ბრიფინგზე განაცხადა. ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, მედიკოსების გამოკვლევა პსრ ტესტის საფუძველზე მოხდება.
“უკვე დავიწყეთ არა ერთჯერადად, არამედ 2 კვირაში ერთხელ მედპერსონალის განმეორებითი გამოკვლევა კორონავირუსზე “პისიარ” ტესტით.
შემდგომში შეიძლება, შემუშავებულ იქნას გამოკვლევის ახალი ალგორითმიც”, – განაცხადა ხიზანიშვილმა.
რეგიონში, ამ დროისთვის, ეპიდსიტუაცია სტაბილურია და Covid-19 -ის არც ერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება. გასული 24 საათის განმავლობაში ლუგარის ცენტრში გაგზავნილი 9 ტესტის პასუხი კოვიდ 19 – ზე უარყოფითია.
რაც შეეხება საკარანტინე სივრცეებს – ამ დროისთვის, კახეთში 10 საკარანტინე ლოკაციაზე 411 მოქალაქე იმყოფება, თვითიზოლაციაში კი, 13 მოქალაქე რჩება.
კახეთის რეგიონიდან, ჯამურად, ლუგარის ცენტრში 2784 ნიმუშია გაგზავნილი, აქედან 963 – მედპერსონალის, 784 – საკარანტინე ზინებიდან, 74 – საბაჟოს თანამშრომლისა და 110 -შშმ პირის.