ჩოხატაურში “ქართული ოცნების” წევრები სისხლის უანგარო დონაციის აქციას შეურდნენ

ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივას – “გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე” ჩოხატაურში “ქართული ოცნების” ადგილობრივი ორგანიზაცია შეუერთდა.

მმართველი გუნდის ჩოხატაურის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი კუჭავამ სისხლის უანგარო დონაციის აქციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
“ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია სისხლის ბანკის განახლება, მით უმეტეს, ახლა, კოვიდ ინფექციის ფონზე. შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას გამოეხმაურა ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” შეურთდა ჩვენი საოლქო ორგანიზაცია. სასიხარულოა, რომ ადამიანები ამას გაგებით მოეკიდნენ და დონორობა იკისრეს, მათ შორის ,ისეთებმაც, რომლებსაც სისხლი არასდროს გაუღიათ”, – განაცხადა ირაკლი კუჭავამ.

“დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა დონორს, დონორობა არის ძალიან საპასუხისმგებლო საქმიანობა. ყველა დონორი გმირია. საქართველოში იყო სისხლის დეფიციტი, აღნიშნული აქციებით სისხლის დეფიციტი აღმოიფხვრა, ახლა გადასული ვართ სისხლის მარაგების შევსებაზე. ძალიან დიდია ამ საქმიანობაზე ჯანდაცვის სამინისტროს როლი”, – ამბობს სისხლის ცენტრალური ბანკის დირექტორი, ლაშა კვანტალიანი.

სისხლის უანგარო დონაციის აქციას საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში უკვე შეუერთდნენ მმართველი გუნდის წევრები. დონაციის აქცია კორონავირუსის პანდემიის პირობებში, სისხლის მარაგების შევსებას ემსახურება.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები