სამეგრელო-ზემო სვანეთის საკარანტინე სივრცეში 47 პირი რჩება – თვითიზოლაციაში 195 მოქალაქეა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ცნობით, NCDC სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების მიერ რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში სულ 56 ბიოლოგიური მასალა გამოიკვლიეს, აქედან 24 ე.წ. ტრაილერის კლასტერის კონტაქტებს ეკუთვნოდა, საიდანაც 3 პაციენტს კოვიდ19 დაუდასტურდა.

მათივე ინფორმაციით, ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცეში, ამ დროითვის, 47 პირი იმყოფება.

გუბერნატორის ადმინისტრაციის ცნობით, რეგიონში, ამ დროის მონაცემებით, 195 პირი რჩება თვითიზოლაციაში, ხოლო თვითიზოლაციის ვადის გასვლის გამო მეთვალყურეობა 920 პირს მოეხსნა.

რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული წესების დარღვევას – 18 მაისის მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში, გათვალისწინებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით დადგენილი მოთხოვნების,  ე.წ. საკომენდანტო საათის დროს გადაადგილების წესების დარღვევისათვის ერთი პირი დაჯარიმდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები