ბოლნისში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტაში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა. “რეგიონულ კვირას” ბოლნისის მერიაში განუცხადეს, ახალი ინფიცირებული ორი დღის წინ დადასტურებულ შემთხვევას უკავშირდება.
ბოლნისის მუნიციპალიტეტეში ამ დროისთვის, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 150-ს აღწევს.