ბოლნისში 150 გამოკვლეული პირიდან კორონავირუსი არცერთს დაუდასტურდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი 150 გამოკვლეული პირიდან არცერთს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი, გოგი მეშველიანი ავრცელებს. აღნიშნული ინფორმაცია “რეგიონულ კვირას” ბოლნისის ჯანდაცვის ცენტრშიც დაუდასტურეს.

მუნიციპალიტეტში 150 პირიდან -112 სოფელ გეტანად, 30 სოფელ ფოცხვერიანიდან და 8 ქალაქ ბოლნისიდან იყო.

“დღეს, მინდა სასიხარულო ინფორმაცია გაგიზიაროთ! გუშინ ლუგარის ცენტრში ბოლნისიდან გადაგზავნილი 150 საკვლევი მასალიდან ყველა პასუხი კოვიდზე უარყოფითია (გეტა – 112, ფოცხვერიანი – 30, ქ. ბოლნისი -8).
მჯერა, რომ უახლოეს მომავალში დავძლევთ უხილავ მტერს! ” , – წერს გოგი მეშველიანი

ცნობისთვის, ბოლნისში, ბოლო მონაცემებით, ინფიცირების 145 შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან 51 უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები