რუსთავში 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

რუსთავში გამოკვეული 6 პირიდან კორონავირუსი არცერთს დაუდასტურდა.
ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” რუსთავის “ცხელების ცენტრის” ხელმძღვანელმა პაპუნა ბახტაძემ განუცხადა.
მისი თქმით, პაციენტები სამედიცინო დაწესებულებას დღეს დატოვებენ.

“6 პაციენტის საკვლევი მასალა ჩვენი ცენტრიდან, გუშინ გაიგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში, პასუხები დღეს გახდა ცნობილი და ყველა მათგანი უარყოფითია “, – განაცხადა პაპუნა ბახტაძემ.

რუსთავში ინფიცირების 9 შემთხვევა ფიქსირდება. მათ შორის 8 უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები