ზუგდიდში წერეთლის ქუჩაზე მოსახლეობის თერმოსკრინინგი მიმდინარეობს
კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, წერეთლის ქუჩაზე მოსახლეობის მასობრივი თერმოსკრინინგი მიმდინარეობს.
მედიკოსები მოსახლეობას სიცხეს უზომავენ და გამოკითხვას ატარებენ
აღნიშნული პროცედურის ჩატარება, მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ზუგდიდში კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცის დედას და ორ შვილს Covid 19, 16 მაისს დაუდგინდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ინფორმაციით, ღრმა ეპიდკვლევა ყველა იმ ქალაქში მიმდინარეობს, სადაც მძღოლი 4-დან 7 მაისის ჩაითვლით იმყოფებოდა, კერძოდ ზუგდიდში, ფოთში, თბილისში, მარნეულში, მესტიასა და რუსთავში.
ამჟამად ტრაილერის მძღოლის კლასტერიდან 21 კონტაქტია გადაყვანილი ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცეში, მათ შორის 15 არასრულწლოვანია.