ზუგდიდში ინფიცირებული მამაკაცის დედას და ორ მცირეწლოვან შვილს კორონავირუსი დაუდგინდა

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული მამაკაცის ოჯახის წევრების გამოკვლევა კორონავირუსზე ცოტა ხნის წინ, დასრულდა, ანალიზების მიხედვით, კორონავირუსი ინფიცირებული მამაკაცის დედას და ორ მცირეწლოვან შვილის დაუდგინდა.
ცნობისთვის, ზუგდიდელმა მამაკაცმა, ტრაილერით საზღვარი ერევნიდან 17 აპრილს გადმოკვეთა, იგი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, რუხის საავადმყოფოს ცხელების ცენტრს მიმართა, სადაც მას 14 მაისს კორონავირუსი დაუდგინდა. ხოლო მისი ოჯახის 4 წევრი საკარანტინე სივრცეში 15 მაისს გადაიყვანეს.
ინფიცირებული მამაკაცი, ასევე, თბილისში, ფოთსა და თეთრიწყაროში იმყოფებოდა. ამ ეტაპზე, ინფიცირებული მამაკაცის სხვა კონტაქტების მოძიება გრძელდება.
47 წლის ტრაილერის მძღოლი საოკუპაციო ხაზზე მდებარე რუხის კლინიკაშია მოთავსებული და განაგრძობს მკურნალობას, მას ორმხრივი პნევმონია და მაღალი ტემპერატურა აღენიშნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები