რუსთავში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა
რუსთავში 15-მიკრორაიონის N8 საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ხანძარი იყო. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ბუნებრივი აირის მილს გაუჩნდა
როგორც “რეგიონულ კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის დროს სახლში ბინის მეპატრონე იმყოფებოდა. თუმცა მალევე მოახერხა სახლის დატოვება. სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა მას პირველადი დახმარება გაუწიეს.
ადგილზე მობილიზებული იყო ორი სახანძრო-სამაშველო სამსახური, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.