ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, ფახულანისა და საბერიოს მონაკვეთზე უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია მიმდინარეობს

ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით სოფლების ფახულანისა და საბერიოს მონაკვეთზე არსებული ბარიერების განახლების მიზნით, ოკუპანტებმა საჭირო ინვენტარი ( ხის მასრები) დილით ე.წ. საზღვართან განათავსეს. აღნიშნული ინფორმაცია “რეგიონულ კვირას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

სუსში აცხადებენ, რომ უკანონო ბორდერიზაცია აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას.

ადგილობრივების ინფორმაციით, ოკუპანტების სავარაუდოდ მავთულხლართებისთვის ბოძების შეცვლას გეგმავენ, თუმცა სამუშაო ტექნიკის გადაადგილება, ჯერ არ შეინიშნება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები