ბოლნისში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ბოლნისის მერიაში განუცხადეს. მათი თქმით ინფიცირებული 6 პაციენტიდან, 2 სოფელ მუშევანს, 4 პირი კი სოფელ გეტას უკავშირდება.
“გუშინ მუნიციპალიტეტიდან 156 პირის საკვლევი მასალა ლუგარის ლაბორატორიაში გადააგზავნეს. გამოკვლეულთაგან 6 ადამიანს ვირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებულები თბილისის კლინიკებში გადაიყვანენ”,- განაცხადეს ბოლნისის მერიაში.
ჯამში, მუნიციპალიტეტში 145 ინფიცირებულია, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი ორით გაიზარდა და 51 შეადგინა.