კახეთი “მწვანე ზონის” სტატუსს ინარჩუნებს – კორონავირუსზე 48-ვე ნიმუში უარყოფითია
კახეთიდან გასული 24 საათის განმავლობაში, ლუგარის ცენტრში გაგზავნილი 54 ნიმუშიდან 48 ტესტის პასუხი კოვიდ 19 – ზე უარყოფითია. ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობოს კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ნიმუშების აღება ცხელების ცენტრებიდან და საკარანტინე სივრცეებიდან გრძელდება. ასევე მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში , ნიმუშების აღება
მაღალ რისკ ჯგუფებში შემავალ პირებშიც მიმდინარეობს.
დღეის მდგომარეობით, 10 საკარანტინე ლოკაციაზე 403 მოქალაქე იმყოფება , თვითიზოლაციაში კი 17 მოქალაქე რჩება.
რეგიონში დღემდე, ლუგარის ცენტრში 2662 ნიმუშია გადაგზავნილი, აქედან 934- მედპერსონალის , 788 – საკარანტინე სივრცეებიდან , 74 – საბაჟოს თანამშრომლის და 110 შშმ პირის.