“არ არსებობს არც საარჩევნო სისტემა, არც ისეთი ფორმულა, რომლის პირობებში “ნაცმოძრაობას” არჩევნებში წარმატების მიღწევის რესურსი ჰქონდეთ”
“ვფიქრობ, არ არსებობს არც საარჩევნო სისტემა, არც ისეთი ფორმულა ბუნებაში, რომლის პირობებში მათ რაიმე სახის წარმატების მიღწევის რესურსი ჰქონდეთ არჩევნებში”,-ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” – თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
„ვფიქრობ, სამართლიანობის დაცვა მოითხოვს იმას, რომ განურჩევლად ჩვენი სოციალური და პოლიტიკური სტატუსისა, ვინც ჩადის დანაშაულს, მან პროპორციულად და სამართლიანად პასუხი აგოს ამ დანაშაულის ჩადენის გამო. ვფიქრობ, არ არსებობს არც საარჩევნო სისტემა, არც ისეთი ფორმულა ბუნებაში, რომლის პირობებში მათ რაიმე სახის წარმატების მიღწევის რესურსი ჰქონდეთ არჩევნებში. საბოლოოდ, საზოგადოება არჩევნების გზით აკანონებს სამართლიანობას და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოსახლეობა წერტილს დაუსვამს ამ დისკუსიებს და მკაფიოდ გამოჩნდება თუ ვინ იმსახურებს საზოგადოების მხარდაჭერას და ვინ ემსახურება მხოლოდ საკუთარ მერკანტილურ ინტერესებს”, – განაცხადა უმრავლესობის წარმომადგენელმა.