სოფელ გეტაში კორონავირუსის შესახებ, აზერბაიჯანულ ენებზე დაბეჭდილი საინფორმაციო მასალა დარიგდა

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, სოფელი გეტა ჩაიკეტა და მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა. მოხალისეებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დღეს სოფელ გეტაში საინფორმაციო კამპანია გამართეს.

მოხალისეებმა კორონავირუსის შესახებ მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდეს და აზერბაიჯანულ ენაზე დაბეჭდილი საინფორმაციო პლაკატები თავშეყრის ადგილებში განათავსეს.

აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო კამპანია, აზერბაიჯანულ ენაზე, სოფელ გეტაში ბოლნისის მუნიციპალიტეტში საკარანტინო მდგომარეობის გამოცხადებიდან აქტიურად მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები