თერჯოლაში ცენტრის კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ლაშა გოგიაშვილმა ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელ გოდერძი თურქაძესა და ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილთილმოწყობის მუნიციპალური ცენტრის ხელმძღვანელ ტარიელ ფანჩულიძესთან ერთად მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და მშენებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან პროექტის მიმდინარეობაზე, დეტალებზე, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებსა და კომპანიის მიერ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვაზე დეტალური ინფორმაცია მიიღო.

“ჩვენი ქალაქის იერ-სახის გასაუმჯობესებლად დაიწყო სარეაბილიტაციო სამუშაოები. დღეს ინფრასტრუქტურული პროცესები დაიწყო მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ეტაპობრივად კი სხვა ლოკაციების კეთილმოწყობაც დაიწყება. თერჯოლას მოვლა-პატრონობა სჭირდება, ქალაქში არსებულ სხვადასხვა დანიშნულების საზოგადოებრივ ინფრასტრუქტურას – განახლება და რეაბილიტაცია. ჩვენ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობასთან ერთად, უნდა მოვაწესრიგოთ, მოვუაროთ და მომავალ თაობებს გადავცეთ უფრო უკეთესი ჩვენი ქალაქი”, – განაცხადა ლაშა გოგიაშვილმა.

პროექტი, რომელიც რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხით-848 800 ლარით ფინანსდება, ითვალისწინებს ოთხი ლოკაციის კეთილმოწყობას: რუსთაველის ქ №114 მიმდებარედ არსებული სკვერი, რუსთაველის ქუჩაზე არსებული გმირთა მემორიალი, რუსთაველის ქ. №109, მერიის მიმდებარე და დავით კლდიაშვილის სახელობის სკვერის ტერიტორია. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “ჯორჯიან სტოუნი” შეასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები