მარნეულში 6 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

მარნეულის მუნიციპალიტეტში 7 საკვლევი მასალიდან 6 უარყოფითი პასუხი მიიღეს. ერთი პირის პასუხს კი მოგვიანებით ელოდებიან. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მარნეულის “ჯეოჰოსპიტალის” კილინიკის დირექტორმა, ტატა შენგელაიამ განუცხადა.

“გუშინ ჩვენი კლინიკიდან ლუგარის ლაბორატორიაში 7პირის საკვლევი მასალა გაიგზავნა. 6 პაციენტის პასუხი მივიღეთ და ყველა უარყოფითია,მხოლოდ ერთ პასუხს ველოდებით და ვიმედოვნებთ, რომ ისიც უარყოფითი იქნება”,- განაცხადა ტატა შენგელაიამ.

მარნეულის მუნიციპალიტეტში ჯამში, კორონავირუსის 22 შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან 13 უკვე გამოჯანმრთელდა .

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები