წყალტუბოში ბაღის აღსაზრდელებისთვის არამალფუჭებადი პროდუქტის დარიგება მიმდინარეობს
წყალტუბოს მუნიციპალიტეში ბაღის აღსაზრდელებისთვის არამალფუჭებადი პროდუქტების დარიგების მეორე ეტაპი მიმდინარეობს. პროდუქტების გაცემას N1 საბავშვო ბაღში, მუნიციპალიტეტის მერი, გრიგოლ იოსელიანი დაესწრო.
მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმარველობა ყველაფერს აკეთებს, რათა ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს დაეხმარონ.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ 23 საბავშვო ბაღში პროდუქტების დარიგების მეორე ეტაპზე, 48 535 ლარის ღირებულების პროდუქტს 1700 აღსაზრდელი მიიღებს.