შიდა ქართლში 10 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

შიდაქართლის რეგიონიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 10 ნიმუშიდან კოვიდ 19 არც ერთ პირს  დაუდასტურდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში შექმნილი საგანგებო შტაბიდან აცნობეს.
გაგზავნილ სატესტო ნიმუშებს შორის იყო კორონავირუსით დაინფიცირებული 30 წლის ქალის ოჯახის წევრის სატესტო ნიმუშიც.
ცნობითვის, გუშინ გახდა ცნობილი, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თერგვისში კოვიდ 19 კიდევ ერთ პირს, 30 წლის ქალბატონს დაუდასტურდა, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალში მომუშავე კორონავირუსით დაინფიცირებული უმცროსი მედდის კონტაქტებიდანაა.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის, შიდა ქართლის რეგიონში კოვიდინფიცირების 10 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 1 – კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში, 2 – ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში, დანარჩენი 7 კი გორის მუნიციპალიტეტის სოფელი თერგვის შემთხვევებია. ეს უკანასკნელი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მომუშავე კორონავირუსით დაინფიცირებული უმცროსი მედდის კონტაქტებია, რომელთაგან ორი არასრულწლოვანია

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები