სამეგრელოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დადასტურდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ზუგდიდის ცენტრის ინფორმაციით, 15 მაისს აღებული 146 ნიმუშიდან კორონავირუსზე ერთი ტესტის პასუხი დადებითია, დანარჩენი კი უარყოფითი.
მათივე ცნობით, კოვიდინფიცირებული პირი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და მას სომხეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.
რაც შეეხება ინფიცირებულის სავარაუდო კონტაქტებს, ეპიდკვლევაზე ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური უკვე მუშაობს.