სოფელ ნადარბაზევში სასმელი წყლის სისტემა მოეწყობა
სოფელ ნადარბაზევში სასმელი წყლის სისტემა მოეწყობა. მიმდინარე პროექტის ღირებულება 452 200 ლარია.
აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” გორის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
მათი ცნობით, სოფლისთვის ყველაზე დიდ პრობლემას დღემდე სასმელი წყალი წარმოადგენს.
“მას ადგილობრივები ჯერ კიდევ 7 კილომეტრიდან ეზიდებიან. პროექტი ითვალისწინებს წყლის ინდივიდური მრიცხველების დამონტაჟებას, ჭაბურღილის, სადაწნევო კოშკისა და შიდა გამანაწილებელი ქსელის მოწყობას. სამუშაოების დასრულების შემდეგ სოფელში მცხოვრები 120 ოჯახი სასმელ წყალს შეუფერხებლად მიიღებს. სასმელ წყლის სისტემის მოწყობასთან ერთად, ნადარბაზევში გზების რეაბილიტაციაც მიმდინარეობს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.