მარტვილის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები განახლდა

მარტვილის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები განახლდა. ამ დროისთვის, სამუშაოები ლეხაინდრაოსა და ნაჯახაოს ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარეობს.

როგორც “რეგიონულ კვირას” მარტვილის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში, გაზიფიცირდება  ბანძა, ონოღია და ლებაჩე – ჯამურად,  2 594 აბონენტი.

მათივე ცნობით, მიმდინარე სამუშაოებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი – ალექსანდრე გრიგალავა და მერის  მოადგილე – აკაკი ხუნწელია გაეცნენ.

“მარტვილის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დაფინანსებით ხორციელდება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები