სოფელ წითელხევში საავტომობილო გზის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელხევში მეფარიშვილების უბნიდან თეთრი ეკლესიისკენ მიმავალი საავტომობილო გზის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
როგორც “რეგიონულ კვირას” ბაღდათის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, 2/2კმ გზის მონაკვეთზე რკინა-ბეტონის საფარი დაიგება, მოეწყობა სანიაღვრეები, ცხაურები და გაბიონები.
“სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია – შ.პ.ს.”ჯეო-როუდ ინვესტი” ასრულებს, რომლის ღირებულებაც 827 849 ლარს შეადგენს და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი – არჩილ გოგსაძე გაეცნო”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.