ხამისკურში ნაპირდამცავი გაბიონის მოწყობა მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტში, ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულის ზემო საფარცვანიოს უბანში ნაპირდამცავი გაბიონის მოწყობა მიმდინარეობს.

როგორც “რეგიონულ კვირას” ხობის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, პროექტის შესაბამისად, 112 მეტრზე ​გაბიონი მოეწყობა.

“სამუშაოები საქართველოს მთავრობის მიერ ხობის მუნიციპალიტეტისთვის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილი თანხიდან ფინანსდება და პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 43889 ლარს შეადგენს. სოფელ ხამისკურში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი – გოჩა ქაჯაია გაეცნო. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად მიმდინარეობს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები