რუსთავსა და მარნუელში მერვე დღეა, კორონავირუსის შემთხვევები არ დაფიქსირებულა

რუსთავსა და მარნეულის მუნიციპალიტეტში მერვე დღეა, COVID-19-ის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ორივე მუნიციპალიტეტიდან გუშინ 5-5 საკვლევი მასალა ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნა. ყველა მათგანზე პასუხი უარყოფითია, – ამის შესახებ “რეგიონულ კვირას„ მარნეულისა და რუსთავის “ცხელების ცენტრებში” განუცხადეს.

ცნობისთვის, რუსთავში კორონავირუსის 9 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც რვა პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა. მარნეულში, ჯამურად, კორონავირუსის 22 შემთხვევა დადასტურებული, მათგან 13 უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები