მცხეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ 1000 ბენეფიციარს სასურსათე პაკეტი გადაეცა

კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების პარალელურად, მორიგი სოციალური აქცია განხორციელდა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში. ამჯერად, სასურსათე პროდუქტითა და პირველადი მოხმარების ნივთებით დაკომპლექტებული პაკეტი მცხეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებმა 1000-მა ბენეფიციარმა მიიღო. ღონისძიება მცხეთის მუნიციპალიტეტში მოქმედი მინის მწარმოებელი კომპანიის მხარდაჭერით განხორციელდა.

პაკეტების გადაცემის პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები აქტიურად ჩაერთნენ. ადგილზე არსებულ ვითარებას თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში – ფატმა სერენ იაზგანი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული – შალვა კერესელიძე, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი – დიმიტრი ხუნდაძე, ქსნის მინის ტარის ქარხნის გენერალური დირექტორი – თაილან საბანერი, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი – გიორგი კაპანაძე და საკრებულოს თავმჯდომარე – გელა ბაქრაძე გაეცნენ.

აღსანიშნავია, რომ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, მოქალაქეთა მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერის მიზნით, ძირითადი მოხმარების პროდუქტით დაკომპლექტებული 11 000-მდე პაკეტი გაიცა. მარტისა და აპრილის თვის სასურსათე მარაგი გადაეცა საბავშვო ბაღების 3700 აღსაზრდელს. რეგიონში მცხოვრებმა მოსახლეობამ, ფინანსური დახმარების სახით, ჯამურად, 800 000 ლარზე მეტი მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები