ბორჯომის ბაღებსა და სკვერებში საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო

ქალაქ ბორჯომის ბაღებსა და სკვერებში საგაზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობს. იწმინდება ტერიტორიები ძველი ნარჩენებისაგან, ასევე, იბარება ხე-მცენარეების ძირები და ბალახის საფარი ეწყობა.

როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, უახლოეს დღეებში სკვერებში ყვავილებიც დაირგვება.

მათივე ინფორმაციით, სამუშაოები ეტაპობრივად ქალაქში არსებულ ყველა რეკრეაციულ ზონასა და ცენტრალური ქუჩების გასწვრივ არსებულ ტერიტორიებს მოიცავს.

ცნობისთვის, ბორჯომში, ახალ უბანსა და რუსთაველის ქუჩაზე 700-ზე მეტი ხე-მცენარე დაირგო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები