ონის მუნიციპალიტეტში სანიაღვრე არხების წმენდის სამუშაოები მიმდინარეობს

ქალაქ ონში დგვარელის, ქაფიანიძის, ყაზბეგის, რევაზ ჯაფარიძის, მინდელის, უჩა ჯაფარიძისა და ჩაჩაშვილის ქუჩებზე სანიაღვრე არხების წმენდის სამუშაოები დასრულდა.

აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” ონის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, აღნიშნული სამუშაოები მერის წარმომადგენელმა ქალაქ ონში, ლევან შერაზადიშვილმა მოინახულა.

“სანიაღვრე არხების წმენდის სამუშაოები ქალაქ ონის სხვა ქუჩებზეც ეტაპობრივად განხორციელდება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები