ჭიათურის მერმა სოფელ საკურწეში არსებული კოოპერატივი – “ქვაციხე 2015 “ მოინახულა

ჭიათურის მერმა, გივი მოდებაძემ ქვაციხის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ საკურწეში არსებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი  – “ქვაციხე 2015“ მოინახულა.

როგორც “რეგიონულ კვირას” ჭიათურის მერიიდან აცნობეს, მეურნეობა ხუთი წელია, არსებობს. ის სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, თანადაფინანსებით შეიქმნა.

მათივე ცნობით, კოოპერატივის დამფუძნებელმა, ზურაბ ბრეგვაძემ ჭიათურის მერს მეურნეობა დაათვალიერებინა და არსებული ვითარება გააცნო.

საკალმახეში განაყოფიერებული ქვირითი შემოაქვთ და ლიფსიტები გამოჰყავთ, რის რეალიზებასაც საქართველოს სხვადასხვა საკალმახეში ახდენენ. წარმოების მოცულობა 4 მილიონს შეადგენს. მისი წლიური ბრუნვა 50 ათას ლარზე მეტია. კოოპერატივში 4 ადამიანია დასაქმებული”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები