ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტაში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა, – ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ბოლნისის მერიაში განუცხადეს.
“სოფელ გეტაში დაფიქსირდა COVID-19 ერთი ახალი შემთხვევა. მისი კონტაქტები ცნობილია. ინფიცირებული გადაყვანილია თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში”, – განაცხადეს ბოლნისის მერიაში.
ცნობისთვის, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ჯამურად, ინფიცირების 121 ფაქტი ფიქსირდება.
შეგახსენებთ, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 647 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 372 უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 11 გარდაიცვალა.