ქუთაისში,  ბუხაიძის ქუჩაზე კორპუსის ფასადი ჩამოინგრა

ქუთაისში,  ბუხაიძის ქუჩაზე კორპუსის ფასადი ჩამოინგრა, რომლის ნაწილი გამვლელს დაეცა. მოქალაქემ თავის არეში დაზიანება მიიღო.

როგორც “რეგიონულ კვირას” სასწრაფო დახმარების სამსახურში განუცხადეს, დაზარალებულის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

“მოქალაქე გადაყვანილია ინტერვენციული მედიცინის ცენტრში, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა”,-აღნიშნა სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელმა, მაია რუხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები