უკრაინის რადას დეპუტატი სააკაშვილზე: ოდესაში მუშაობის შემდეგ იმედგაცრუება დარჩა

„სააკაშვილმა მოლოდინები არ გაამართლა”, – მიიჩნევს უკრაინის რადას დეპუტატი, ალექსეი გონჩარენკო.

„ამერიკის ხმის” მიერ მომზადებულ სიუჟეტში გონჩარენკო ამბობს, რომ ოდესაში სააკაშვილის მუშაობის შემდეგ იმედგაცრუება დარჩა.

„ოდესაში მუშაობის შემდეგ დარჩა იმედგაცრუება იმიტომ, რომ მოლოდინები არ გაამართლა. ეს რომ არ ყოფილიყო სააკაშვილი და ყოფილიყო ჩვენი რომელიმე  გუბერნატორი, უკრაინელი ჩინოვნიკი, შეიძლება, არაფრის მოლოდინიც არ მქონოდა, მაგრამ სააკაშვილისგან მოლოდინი უფრო დიდი იყო”, – აცხადებს გონჩარენკო.

მისი თქმით, ყველა თანხმდება იმაზე, რომ სააკაშვილის დაბრუნების აზრი ზელენსკისა და ერმაკს დაებადათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები