ტიტე აროშიძე: საგანგებო ბიუჯეტის ფარგლებში, უზრუნველვყოფთ, აჭარაში თითოეულ ფერმერს მაქსიმალური მხარდაჭერა ჰქონდეს

აჭარის მუნიციპალიტეტებში საგაზაფხულო სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს. პირველად, სამინისტროს ხელშეწყობით, აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტის ფერმერებს სახნავ-სათესი ფართობების დამუშავება უფასოდ შეეძლებათ.

აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, აღნიშნული პროგრამით, დღეის მდგომარეობით, სულ დამუშავებულია 400 ჰა- ფართობი.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელების პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე – თორნიკე რიჟვაძე სოფლის მეურნეობის მინისტრ ტიტე აროშიძესთან ერთად გაეცნო.

“სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დამუშავება აქტიურ ფაზაშია. მიმდინარეობს ხვნისა და თესვის სამუშაოები აგროვადების სრული დაცვით. დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, შემჭიდროვებულ ვადებში მოხდეს სამუშაოების განხორციელება, რაც საბოლოოდ აისახება მოსავლის ხარისხსა და რაოდენობაზე”,  – განაცხადა ტიტე აროშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები