დიზელი იაფად – ფერმერები საწვავს საბაზრო ფასზე 1 ლარით ნაკლებად იყიდიან

ყველა ფერმერი ერთ ჰექტარზე 150 ლიტრ დიზელის საწვავს მიიღებს, რომელიც საბაზრო ფასზე 1 ლარით ნაკლები ეღირება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
“სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საწვავის ფასი არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. წელს და მომავალშიც აგროდიზელის ფასი მნიშვნელოვნად ნაკლები იქნება, ვიდრე დიზელის ფასი ბაზარზე“, – განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს გიორგი გახარიამ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაცია გამართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები