სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, დღეს “კოვიდ19”-ზე 46 ნიმუში იქნა გამოკვლეული, საიდანაც 40 ტესტის პასუხი უარყოფითია.
დარჩენილი 6 ანალიზის პასუხები, რომელიც ფოთიდანაა გაგზავნილი, ხვალ გახდება ცნობილი.
ცნობისთვის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, რუხის საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი პაცაიენტი მკურნალობს. სამი ე.წ. თეთრიწყაროს კლასტერიდანაა ხოლო ერთს, თურექთში მოგზაურობის ისტორია აქვს.