ბიძინა კულუმბეგოვი: ვირუსი თავისი ბუნებით არის შეუცნობელი და ვერაგი, ის შეიძლება, ნებისმიერ დროს შემოგვიბრუნდეს

“პანდემიის სამედიცინო ასპექტები, ჯერჯერობით, დამთავრებული არ არის და რადგან ვირუსი თავისი ბუნებით არის შეუცნობელი და ვერაგი, ის შეიძლება, ნებისმიერ დროს შემოგვიბრუნდეს”, – ამის შესახებ იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფოს უჭირავს ბერკეტი, რომლის დროსაც შეიძლება, კარანტინის რეჟიმი უკან დააბრუნოს.

“პანდემიის სამედიცინო ასპექტები, ჯერჯერობით, დამთავრებული არ არის და რადგან ვირუსი თავისი ბუნებით არის შეუცნობელი და ვერაგი, ის შეიძლება, ნებისმიერ დროს ჩვენ შემოგვიბრუნდეს. ამის მაგალითია სამხრეთ კორეის მაგალითი, ამის მაგალითია გერმანია, სადაც ე.წ. რეპროდუქციულმა მაჩვენებელმა მოიმატა, ანუ ახლა ელოდებიან, რომ 10 დღიდან ორ კვირაში შეიძლება, იყოს შემთხვევათა რიცხვის ზრდა და ნახავენ, როგორი გავლენა აქვს სოციალური პასუხისმგებლობის საკითხს. იგივე უჰანში დაფიქსირდა შემთხვევები. ამიტომ ჩვენ ძალიან სწორად და ზუსტად უნდა გავიაზროთ, რომ სახელმწიფოს უჭირავს ეს ბერკეტი, რომლის დროსაც შეიძლება, ნებისმიერ დროს ეს კარანტინის რეჟიმი და “ლოქდაუნი” უკან დააბრუნოს,” – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები