უხანში, 4 აპრილიდან პირველად, კორონავირუსის ახალი შემთხვევები დადასტურდა

​უხანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მეორე დღეა, ინფიცირების ლოკალური შემთხვევები ფიქსირდება, – განაცხადეს ხუბეის პროვინციის ჯანდაცვის საკითხთა კომიტეტში.

აღინიშნება, რომ ხუთივე ინფიცირებული თავდაპირველად ვირუსის უსიმპტომო მატარებლები იყო, თუმცა გუშინ მათი შემთხვევები დადასტურებულში გადაკვალიფიცირდა.

უხანში COVID-19-ის ინფიცირების ახალი შემთხვევები 4 აპრილიდან არ დადასტურებულა, 18 აპრილს ქალაქში საფრთხის დაბალი დონე გამოცხადდა, 26 აპრილს კი საავადმყოფოდან უკანასკნელი პაციენტი გაეწერა.

ამჟამად, ხუბეის პროვინციაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ვირუსის უსიმპტომო 615 მატარებელი რჩება.

ადგილობრივ ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა ეპიდემიის მეორე ტალღა არ დაუშვან.

ხუბეის პროვინციაში ეპიდემიის განმავლობაში სულ 68 134 ინფიცირებული იყო (უხანში 50 339); 63 616 გამოჯანმრთელდა (უხანში 46 464); 4 512 გარდაიცვალა (უხანში 3 869).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები