დაგროვებითი საპენსიო სისტემა 165,713-მა ადამიანმა დატოვა

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფო საპენსიო სისტემა საკუთარი განცხადების საფუძველზე 165,713-მა ადამიანმა დატოვა, რაც ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 4.4%-ია.
11 მაისის მდგომარეობით, საპენსიო ფონდის ჯამური ზომა 736 მილიონ ლარს შეადგენს. ჯამურად, ფონდში ყოველთვიურად საშუალოდ 45-50 მილიონი ლარი ირიცხება.
ჯამურად, პროგრამაში მონაწილეთა რაოდენობა (აქტიური წევრების რაოდენობა) 1,003,162 ადამიანს შეადგენს, რაც მთლიანად ქვეყნის მოსახლეობის 27%-ია.
შეგახსენებთ, რომ, კანონმდებლობის მიხედვით, სისტემიდან გასვლის უფლება აქვთ იმ პირებს, რომლებიც რეფორმის ამოქმედების დროისთვის უკვე იყვნენ 40 წლის.
პროგრამაში მონაწილეობა სავალდებულოა იმ დასაქმებულებისთვის, რომელთა ასაკიც 40 წელზე ნაკლებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები