ისრაელის ელჩი: საქართველოსა და ისრაელის მთავრობები მუშაობენ, რომ პირდაპირი ფრენები და ტურიზმი ორ ქვეყანას შორის განახლდეს
საქართველოში ისრაელის ელჩი, რან გიდორი ტურიზმისა და ფრენების აღდგენას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და ისრაელის მთავრობები ამ საკითხზე მუშაობენ.
“საქართველოსა და ისრაელის მთავრობები მუშაობენ, რომ პირდაპირი ფრენები და ტურიზმი ორ ქვეყანას შორის განახლდეს”, – წერს რან გიდორი.
როგორც პრემიერმა, გიორგი გახარიამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, უსაფრთხო დერეფნებზე ჩვენი საელჩოები უკვე ესაუბრებიან სხვადასხვა სახელმწიფოს.
“გვაქვს შესაძლებლობა, ტურიზმი, როგორც ეკონომიკის დარგი, ნელ-ნელა გავხსნათ ჯერ შიდა, შემდეგ – საერთაშორისო დონეზე”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.