დავით მათიკაშვილი: ოპოზიციამ იცის, რომ 2020 წელს ნებისმიერი მოდელით, რა მოდელიც უნდა იყოს საქართველოში, „ქართულ ოცნებასთან“ არჩევნებს აუცილებლად წააგებს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის თქმით, ოპოზიციამ იცის, რომ 2020 წელს ნებისმიერი მოდელით, რა მოდელიც უნდა იყოს საქართველოში, „ქართულ ოცნებასთან“ არჩევნებს აუცილებლად წააგებს.
მისივე თქმით, საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ.
“საქართველოში, რა თქმა უნდა, პოლიტპატიმრები არ არსებობენ. ყველაფერი, რასაც ოპოზიცია ახლა, ასე ვთქვათ, ამ ხრიკებს ფიქრობს და იგონებს, რათა კონსტრუქციულ პროცესში არ ჩაებას და არ ჩაერთოს მმართველ პარტიასთან ერთად, რადგანაც მან ზუსტად იცის, რომ 2020 წელს ნებისმიერი მოდელით, რა მოდელიც უნდა იყოს საქართველოში, აუცილებლად წააგებს „ქართულ ოცნებასთან“ არჩევნებს. მიუხედავად ოპოზიციის ამ დესტრუქციული პოზიციისა, ჩვენ შევძლებთ, მოვახერხებთ, შესაბამის ცვლილებებს დავარეგისტრირებთ, მოხდება მისი ასახვა კონსტიტუციაში”, – განაცხადა მათიკაშვილმა.