მამუკა მდინარაძე: თუ უკრაინაში სააკაშვილს მდივნად დანიშნავენ, შეიძლება, ყავის მოდუღებაც არ გამოუვიდეს კარგად, “პიარშიკების” გარეშე

“მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში მრჩევლად, კონსულტანტად ან მდივნად თუ დანიშნავენ, ეს აღარ ვიცი, თუმცა შეიძლება, მას მდივნობისას ყავის მოდუღებაც არ გამოუვიდეს კარგად, პიარშიკების გარეშე”, – ამის შესახებ
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე შეფასებით, მეგობარი ქვეყნის რომელიმე პოლიტიკურ თანამდებობაზე კრიმინალის დანიშვნა არ შეიძლება.
“მინდა, უკრაინის რადასა და ჩვენი უკრაინელი კოლეგების უმრავლესობას დიდი მადლობა გადავუხადო კეთილგონიერებისთვის. კრიმინალის დანიშვნა არ შეიძლება მეგობარი ქვეყნის რომელიმე პოლიტიკურ თანამდებობაზე. თუ მრჩევლად, კონსულტანტად ან მდივნად დანიშნავენ, ეს უკვე აღარ ვიცი, თუმცა შეიძლება, მიხეილ სააკაშვილს მდივნობისას ყავის მოდუღებაც არ გამოუვიდეს კარგად, პიარშიკების გარეშე. ყოველ შემთხვევაში, ის ამას იყო მიჩვეული.
საქართველოს პარლამენტი ისე მოიქცა, როგორც ნებისმიერი თავმოყვარე სახელმწიფოს პარლამენტი მოიქცეოდა. დღეს და ხვალ რას იზამენ, არ ვიცი. კონსულტანტის, მდივნის და მრჩევლის თანამდებობაზე სადმე თუ განამწესებენ, ეს უკვე შედარებით მეორე ხარისხოვანია. ყოველ შემთხვევაში, ისეთ თანამდებობაზე მაინც თუ იქნება საუბარი, რომ იგუგლება, მაშინ შეიძლება, ჩვენ ჩვენი რეაქცია გვქონდეს, თუ ასე არ იქნება, მაშინ შემდეგ ვიმსჯელებთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები