კახა კუჭავა: ნამდვილად საამაყოა, როდესაც საქართველოს მიღწევებზე ასე საჯაროდ ლაპარაკობენ

“სტატია საქართველოს ევროინტეგრაციის შესახებ ფრანგულ გამოცემაში იმის დადასტურებაა, რომ უკვე ღიად და ხმამაღლა საუბრობენ იმ ფაქტზე, რომ ჩვენი ქვეყანა ნამდვილად იმსახურებს ევროპული ოჯახის წევრობას”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ ფრანგულ გამოცემა ,,ლეზ ექო”-ში საქართველოს ევროინტეგრაციის შესახებ გამოქვეყნებული სტატიის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის ჩვენი ქვეყნის დიდი მიღწევა, როდესაც უკვე საქვეყნოდ ლაპარაკობენ საქართველოს მიღწევებზე და ამით ნამდვილად ამაყები უნდა ვიყოთ.

„ეს სტატია არის კიდევ ერთხელ იმის დადასტურება, რომ არა მხოლოდ ჩვენი პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები, არამედ ჩვეულებრივი ჟურნალისტები, სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი გამომცემლობები საუბრობენ ღიად და ხმამაღლა იმ ფაქტზე, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს ევროპული ოჯახის წევრი გახდეს. საუბარია იმ მიღწევებზე, რომლებიც ქვეყანას აქვს და არ ვიცი, ეს არის, ალბათ, მთელი ჩვენი ქვეყნის დიდი მიღწევა, რომლითაც უნდა ვიამაყოთ თითოეულმა ჩვენგანმა”, – განაცხადა კახა კუჭავამ.​

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები