თვითმფრინავებში სავარძლების ბლოკირების გამო, ტარიფები შესაძლოა, 50%-ით გაიზარდოს

თვითმფრინავებში, მგზავრებს შორის დისტანცირების დაცვის მიზნით, სავარძლების ბლოკირებამ შესაძლოა, ბილეთების ფასი 50%-ით გაზარდოს.

ამის შესახებ საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციაში განაცხადეს.

აღინიშნება, რომ მგზავრებს შორის 1-2 მეტრის დისტანციის დაცვა თვითმფრინავების დატვირთვას 62% შეამცირებს, მაშინ როდესაც დარგის დატვირთვის საშუალო მაჩვენებელი 77% უნდა იყოს, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ავიაკომპანიებმა ზარალი არ განიცადონ.

IATA-ს მონაცემით, ევროპაში ტარიფი, საშუალოდ, 135-დან 201 დოლარით გაძვირდება; ჩრდილოეთ ამერიკაში 202-დან 289-მდე; ლათინურ ამერიკაში 146-დან 210-მდე; ჩრდილოეთ აზიაში 135-დან- 195-მდე; აზია- წყნარიოკეანეს რეგიონში 141-დან 217 დოლარამდე; ხოლო აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში 181 -დან – 259 დოლარამდე.

სავარძლების ბლოკირების ნაცვლად, ორგანიზაცია ავიაკომპანიებს სთავაზობს, რომ მოხდეს მგზავრებისა და პერსონალისთვის ნიღბების ტარება სავალდებულო; შემცირდეს სალონში გადაადგილება; მგზავრებსა და პერსონალს შორის კონტაქტის შემცირება; კვების მიწოდების გამარტივება და სალონების ხშირი დასუფთავება.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ მსგავსი ზომები უნდა იყოს დროებითი, ვაქცინის შექმნამდე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები