საქართველოს “წითელი ჯვრის საზოგადოებამ” შიდა ქართლის რეგიონს 400 ოჯახისთვის განკუთვნილი ამანათები გადასცა

საქართველოს “წითელი ჯვრის საზოგადოებამ” შიდა ქართლის რეგიონს მარტოხელა ხანდაზმულების და მრავალშვილიანი 400 ოჯახისთვის სასურსათო და ჰიგიენური პროდუქტები გადასცა.

ამანათების დარიგების პროცესში შიდა ქართლის რწმუნებული, გიორგი ხოჯევანიშვილი და საქართველოს “წითელი ჯვრის საზოგადოების” პრეზიდენტი, ნათია ლოლაძე მონაწილეობდნენ.

შეგახსენებთ, რომ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შიდა ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ,,წითელი ჯვრის“ ორგანიზებით, გორში მდებარე სასურსათო მარკეტებში აქცია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობას შესაძლებლობა ეძლევა, კამპანიას შეუერთდეს და თავისი წვლილი შეიტანოს თანამოქალაქეების დახმარებაში.

კერძოდ, ნებისმიერ მსურველს შეუძლია, შეიძინოს ის პროდუქტები, რომლებსაც ,,წითელი ჯვრის” მოხალისეები ადგილზე გაუწევენ რეკომენდაციას. სუპერმარკეტების ქსელებში მომხმარებლები ნახავენ „წითელ ჯვრის“ კუთხეს, სადაც პროდუქტის დატოვებას შეძლებენ. მოგროვილი პროდუქტები მოხალისეების დახმარებით დაფასოვდება და სამიზნე ოჯახებს გადაეცემა. საქართველოს “წითელი ჯვრის საზოგადოების” 39 ფილიალისა და ადგილობრივი თვითმმართველობების თანამშრომლობით, 42000-ზე მეტი პირველადი საჭიროების ამანათი ქვეყნის მასშტაბით უკვე დარიგდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები