დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ცენტრებში სადეზინფექციო სამუშაოების მეორე ეტაპი ჩატარდა
დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ცენტრებში სადეზინფექციო სამუშაოების მეორე ეტაპი ჩატარდა. გორის მუნიციპალიტეტში, შესაბამისი წესების სრული დაცვით, სპეციალური ხსნარით დამუშავდა 18 მრავალბინიანი კორპუსის საერთო სარგებლობის ფართები – სადარბაზოები, დერეფნები და შენობის მიმდებარე ტერიტორიები. აღნიშნულ შენობებში 880 დევნილი ოჯახია შესახლებული.
გორთან ერთად, სადეზინფექციო სამუშაოები შიდა ქართლის ყველა მუნიციპალიტეტის დევნილთა ჩასახლების ცენტრებს ჩაუტარდა.
სამუშაოები დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურისა და იძულებით გადაადგილებულ ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია “თანხმობის“ ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა.