მამუკა მდინარაძე: სწორმა მენეჯმენტმა და საზოგადოების სწორმა მონაწილეობამ ამ ბრძოლაში მოგვცა შესაძლებლობა შეზღუდვების მოხსნაზე დავიწყოთ ლაპარაკი
“რომ არა სწორი მენეჯმენტი, ჩვენ პიკს ალბათ უფრო ვიგრძნობდით და გვექნებოდა გარკვეული აფეთქება, ამიტომ ქვეყანა და ხელისუფლება აძლევს თავს უფლებას, რომ შეზღუდვების მოხსნა დაიწყოს”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ ტვ „იმედის” ეთერში განაცხადა.
„რომ არა სწორი მენეჯმენტი, ჩვენ პიკს ალბათ უფრო ვიგრძნობდით და გვექნებოდა გარკვეული აფეთქება, ამიტომ ქვეყანა და ხელისუფლება აძლევს თავს უფლებას, რომ შეზღუდვების მოხსნა დაიწყოს, რადგან არ გვაქვს ისეთი მრუდი, რომელსაც პიკს დავარქმევდით. შეიძლება შეზღუდვების მოხსნა დაიწყოს, მხოლოდ ამაში ხელი აუცილებლად უნდა შეგვიწყოს მოსახლეობამ. მარტო ხელისუფლება ვერაფერს გააკეთებდა რომ არა საზოგადოების უდიდესი ნაწილის პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება. ხელისუფლების სწორმა მენეჯმენტმა და საზოგადოების სწორმა მონაწილეობამ ამ ბრძოლაში მოგვცა იმის საშუალება, რომ ჩვენ ვიწყებთ საუბარს შეზღუდვების მოხსნაზე. ჩვენ გვაქვს ისეთი დინამიკა, რაც ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს იძლევა”, – განაცხადა მდინარაძემ.