სოფელ აკაურთასთან ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ აკაურთაში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლი ავტომობილს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა, რა დროსაც ბოძს შეეჯახა.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში გადაიყვანა.
როგორც “რეგიონულ კვირას ” შსს-ში განუცხადეს , გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების ან ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.