სოფელი მუშევანიდან ყველა ინფიცირებული თბილისის სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი – დავით შერაზადიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი – გოგი მეშველიანი და საკრებულოს თავმჯდომარე – თამაზ ჟორჟოლიანი სოფელ მუშევანში იმყოფებოდნენ, სადაც 1 მაისს სამედიცინო პერსონალს კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების გადაყვანის პროცესში შეფერხება შეექმნათ.

ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები მოქალაქეებს გაესაუბრნენ და შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდეს.

მერისა და მაჟორიტარი დეპუტატის უშუალო ჩართულობით, საკითხი მოგვარებულია. სოფელში მყოფი ინფიცირებული მოქალაქეები სამედიცინო ბრიგადებმა, ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მეთვალყურეობით თბილისში, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

“გუშინ, სოფელში სამედიცინო პერსონალსა და მოსახლეობას შორის მცირედი გაუგებრობა მოხდა, ადგილობრივებთან საუბრის შემდეგ, ყველაფერი დროულად გაირკვა. ინფიცირებული მოქალაქეები უკვე თბილისში არიან გადაყვანილები. სოფელში მყოფ მოსახლეობაზე კი მედიკოსები დაკვირვებას აწარმოებენ. მუშევანში ამ დროისთვის, სტაბილური სიტუაციაა“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტს მერმა, დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები